Мой список блогов

вторник, 3 сентября 2019 г.

მეექვსე დღე

დღეს ვისწავლეთ იუთუბიდან ვიდეოების მოჭრა,გავეცანიტ და ვისაუბრეთ კურსის რესურსებში მოცემულ საკითხებზე,ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა და ვისწავლეთ ჩვენი დრაივის საქაღალდეებში რა მასალები განვათავსოთ.დღე ცოტა დამღლელი,მაგრამ მაინც სასიამოვნო და საინტერესო იყო.


понедельник, 8 декабря 2014 г.

მეცხრე დღე

ამოვწურეთ gmail.com-ის მასალა,ბატონ დავითს უღრმესი მადლობა ამისთვის,მართლაც სიღრმისეულად და საფუძვლიანად გვასწავლა ყველაფერი,იმედი მაქვს რომ მუდამ მემახსოვრება,მითუმეტეს,რომ დავითი გვაძლევდა იმის საშუალებას,რომ ჩაგვეწერა კიდეც ნასწავლი მასალა.ვისწავლეთ გუგლის საძიებო სისტემა,ასევე რუკები,რომელიც ალბათ ყველაზე ძალიან მომეწონა,ფლეი,ესაა გუგლის პროგრამები,თარგმანი,კალენდარი.მოკლედ ასეთი კმაყოფილი არასოდეს ვყოფილვარ,მაგრამ გული მწყდება რომ ბოლო დღე გვაქვს,იმედია მსგავსი ტრენინგები მეოთხე დონისაც გვექნება,სადაც კიდევ დიდი სიამოვნებით ვივლი. გმადლობთ კიდევ ერთხელ.



воскресенье, 7 декабря 2014 г.

მერვე დღე

დღეს ვისწავლეთ თუ როგორ გადავიყვანოთ ვორდის დოკუმენტი PDF-ში,ასევე ვისწავლეთ ამავე დოკუმენტში ელემენტების და ობიექტების ჩასმა, სათაურების სარჩევის გაკეთება და ფეინთის ხატვა.ვისწავლეთ ძალიან ბევრი რამ,ნეტა კიდე ბევრი ვისწავლოთ,მაგრამ სამწუხაროდ მალე გვიმთავრდება ტრენინგი..



суббота, 6 декабря 2014 г.

მეშვიდე დღე

დღეს ვისწავლეთ იუთუბიდან ვიდეოების მოჭრა,ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა,ვისწავლეთ ჩვენს საქაღალდეებში რომელში რა ინფორმაცია შევინახოთ,ვისაუბრეთ რესურსებში მოცემულ საქაღალდეებზე და განვიხილეთ მათი ნაწილი.დღე საკმაოდ დამღლელი,მაგრამ წარმატებული იყო.

понедельник, 1 декабря 2014 г.

მეექვსე დღე

ძალიან გამიჭირდა თავიდან დრაივზე საქაღალდეში ინფორმაციის შენახვა,მაგრამ მერე მივხვდი,რომ არც ისე ძნელი ყოფილა,განსაკუთრებით მომეწონა კომპიუტერიდან გადათრევის პრინციპით შენახვა.ვისწავლეთ ბლოგზე საათების დაყენება პრეზენტაციაზე ხმის დადება.საბოლოოდ ვიტყოდი,რომ კარგი დღე იყო.მადლობა დავითს.


воскресенье, 30 ноября 2014 г.

მეხუთე დღე

ძალიან კარგი დღე იყო,თავიდან გავიმეორეთ წინა დღის მასალა,შემდეგ ვისწავლეთ იუთუბიდან ვიდეოების გადმოწერა და პრეზენტაციების გაკეთება.ვიდეოების გადმოწერაზე ვწვალობდი და ვიყენებდი იუთუბის გადმოსაწერ პროგრამას,ასე უფრო იოლი ყოფილა და ძალიან ბედნიეერი ვარ.მადლობა ბატონ დავითს ასეთი სიღრმისეული სწავლებისთვის.


суббота, 29 ноября 2014 г.

მეოთხე დღე

დღევანდელი დღე საკმაოდ შრომატევადი იყო,ვისწავლეთ უამრავი რამ ბლოგების შესახებ,რა თქმა უნდა საინტერესო იყო,მაგრამ ზოგ რამეს ვერ ვიგებდი,შევაწუხე ტრენერი შეკითხვებით,საბოლოოდ მე ვფიქრობ,რომ მაინც ავითვისე ნასწავლი მასალა.