Мой список блогов

понедельник, 8 декабря 2014 г.

მეცხრე დღე

ამოვწურეთ gmail.com-ის მასალა,ბატონ დავითს უღრმესი მადლობა ამისთვის,მართლაც სიღრმისეულად და საფუძვლიანად გვასწავლა ყველაფერი,იმედი მაქვს რომ მუდამ მემახსოვრება,მითუმეტეს,რომ დავითი გვაძლევდა იმის საშუალებას,რომ ჩაგვეწერა კიდეც ნასწავლი მასალა.ვისწავლეთ გუგლის საძიებო სისტემა,ასევე რუკები,რომელიც ალბათ ყველაზე ძალიან მომეწონა,ფლეი,ესაა გუგლის პროგრამები,თარგმანი,კალენდარი.მოკლედ ასეთი კმაყოფილი არასოდეს ვყოფილვარ,მაგრამ გული მწყდება რომ ბოლო დღე გვაქვს,იმედია მსგავსი ტრენინგები მეოთხე დონისაც გვექნება,სადაც კიდევ დიდი სიამოვნებით ვივლი. გმადლობთ კიდევ ერთხელ.



воскресенье, 7 декабря 2014 г.

მერვე დღე

დღეს ვისწავლეთ თუ როგორ გადავიყვანოთ ვორდის დოკუმენტი PDF-ში,ასევე ვისწავლეთ ამავე დოკუმენტში ელემენტების და ობიექტების ჩასმა, სათაურების სარჩევის გაკეთება და ფეინთის ხატვა.ვისწავლეთ ძალიან ბევრი რამ,ნეტა კიდე ბევრი ვისწავლოთ,მაგრამ სამწუხაროდ მალე გვიმთავრდება ტრენინგი..



суббота, 6 декабря 2014 г.

მეშვიდე დღე

დღეს ვისწავლეთ იუთუბიდან ვიდეოების მოჭრა,ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა,ვისწავლეთ ჩვენს საქაღალდეებში რომელში რა ინფორმაცია შევინახოთ,ვისაუბრეთ რესურსებში მოცემულ საქაღალდეებზე და განვიხილეთ მათი ნაწილი.დღე საკმაოდ დამღლელი,მაგრამ წარმატებული იყო.

понедельник, 1 декабря 2014 г.

მეექვსე დღე

ძალიან გამიჭირდა თავიდან დრაივზე საქაღალდეში ინფორმაციის შენახვა,მაგრამ მერე მივხვდი,რომ არც ისე ძნელი ყოფილა,განსაკუთრებით მომეწონა კომპიუტერიდან გადათრევის პრინციპით შენახვა.ვისწავლეთ ბლოგზე საათების დაყენება პრეზენტაციაზე ხმის დადება.საბოლოოდ ვიტყოდი,რომ კარგი დღე იყო.მადლობა დავითს.


воскресенье, 30 ноября 2014 г.

მეხუთე დღე

ძალიან კარგი დღე იყო,თავიდან გავიმეორეთ წინა დღის მასალა,შემდეგ ვისწავლეთ იუთუბიდან ვიდეოების გადმოწერა და პრეზენტაციების გაკეთება.ვიდეოების გადმოწერაზე ვწვალობდი და ვიყენებდი იუთუბის გადმოსაწერ პროგრამას,ასე უფრო იოლი ყოფილა და ძალიან ბედნიეერი ვარ.მადლობა ბატონ დავითს ასეთი სიღრმისეული სწავლებისთვის.


суббота, 29 ноября 2014 г.

მეოთხე დღე

დღევანდელი დღე საკმაოდ შრომატევადი იყო,ვისწავლეთ უამრავი რამ ბლოგების შესახებ,რა თქმა უნდა საინტერესო იყო,მაგრამ ზოგ რამეს ვერ ვიგებდი,შევაწუხე ტრენერი შეკითხვებით,საბოლოოდ მე ვფიქრობ,რომ მაინც ავითვისე ნასწავლი მასალა.

понедельник, 24 ноября 2014 г.

მესამე დღე

დღევანდელი დღეც საინტერესო და მრავალფეროვანი იყო,ჩვენ ვისწავლეთ ჩვენს ნამუშევრებს სურათები როგორ გადავუღოთ და შევინახოთ,ასევე ჯიმეილის დისკზე საქაღალდეების შექმნა და კითხვარების გაკეთება.ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ და იმედებით სავსე...

пятница, 21 ноября 2014 г.

მეორე დღე

ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო,ვისწავლეთ სიგელების,ბუკლეტების და ბროშურების შექმნა,კმაყოფილი ვარ და უფრო მეტად დაინტერესებული.კიდე ბევრი მინდა ვისწავლო და გავიგო.იმედი მაქვს დამამახსოვრდება და არ დამავიწყდება.ტრენერი ყველაფერს გარკვევით ვგიხსნის და თუ საჭირო იქნება ახალად უბრუნდება თემას,რათა არ დარჩეს რაიმე გაუგებარი.დღეს კმაყოფილი მივდივარ სახლში,ამისთვის დიდი მადლობა ბატონ დავითს.